რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ “კგბ”-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს ყველაფერი სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია.
“ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიის და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!”, – წერს ზურაბიშვილი.
“ქართული ოცნების” საარჩევნო ბილბორდებზე ერთ მხარეს რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინული ქალაქები, მეორე მხარეს კი – თბილისი, სამება, სენაკის თეატრი ჩანს.