საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს და ადმინისტრაციის მომავალ წევრებს შეხვდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი წერს.
“მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟისთვის, დონალდ ტრამპ უმცროსისთვის წარმედგინა. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც ამდენ სიკეთეს აკეთებენ მსოფლიოში“, – დაწერა უილსონმა შეხვედრის შემდეგ.
როგორც უილსონი წერს, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა აშშ-ის მომავალ სახელმწიფო და თავდაცვის მდივნებს მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტსაც.
“მადლიერი ვარ, რომ შევძელი ორი დიდი პატრიოტის, პრეზიდენტ ზურაბიშვილის და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრის ორგანიზება აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობების დასაცავად და ივანიშვილის ტირანული რეჟიმის დასამარცხებლად“, – წერს უილსონი შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.