spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შსს-ს განცხადებას ეხმაურება.

“ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო… ესეც კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციური პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება აკრძალულია.

შსს აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, “არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები