ტერორი საქართველოში – ბიზნესმენები დააპატიმრეს, პოლიტიკოსებს დაემუქრნენ, უცხოელ ოფიციალურ პირებს ქვეყანაში არ უშვებენ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროექტების უცხოური დაფინანსება აკრძალეს.
“ტერორი საქართველოში – არასამთავრობო ორგანიზაციების ან პროექტების უცხოური დაფინანსება აკრძალეს, ადგილობრივი სოლიდარობის ფონდები თვითნებურად გაყინეს, არაპროპორციული ჯარიმები (თითოეულს 1800 აშშ დოლარი), რომელიც ახრჩობს მშვიდობიან მომიტინგეებს. ბიზნესმენები დააპატიმრეს. პოლიტიკოსებს დაემუქრნენ. უცხოელ ოფიციალურ პირებს ქვეყანაში არ უშვებენ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.