spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

 

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეს უკვე მეორე შეხვედრაა, რომელიც ზურაბიშვილმა გამართა. 

 

31 აგვისტოს ის ბერლინში იმყოფებოდა, სადაც გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან გამართა მოლაპარაკებები.

 

ზურაბიშვილს უცხოური ვიზიტების ნებართვა საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა, თუმცა ამის მიუხედავად ის ევროპაში მაინც გაემგზავრა. “ოცნების” ხელისუფლება პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და მისი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები