spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ჩემმა წინაპრებმა დატოვეს ეს ქვეყანა რუსული ოკუპაციის გამო, მე ამას არ გავაკეთებ

საქართველოს არ დავტოვებ. დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს, რაც შეუძლია გააკეთოს არის, რომ მინიმუმ, არ აღიაროს ახალი პრეზიდენტი.

“საქართველოს არ დავტოვებ, აქ 24 საათით ჩამოვედი – საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ზოგიერთი ამბობს, რომ მე გავხდები ტიხანოვსკაიასავით ან ვენესუელის პრეზიდენტივით, რომელსაც აღიარებენ, როდესაც ის დევნილობაში იქნება და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. მე ეს არ მინდა. მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად.

ჩემმა წინაპრებმა დატოვეს ეს ქვეყანა, რუსული ოკუპაციის გამო, მე ამას არ გავაკეთებ. ის, რაც ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს, არის, რომ მინიმუმ არ აღიაროს პრეზიდენტი, რომელიც აირჩია არალეგიტიმურმა პარლამენტმა მოპარული არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები