პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსათვის უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე.
ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.