დაკავებულ მომიტინგეთა უმრავლესობას აქვს დაზიანებები თავისა და სახის არეში, მოტეხილი სახის ძვლები, დაზიანებული თვალის გუგები, ღია ჭრილობები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დაკავებულ მოქალაქეებზე სისტემატურად ძალადობდნენ.
“საქართველო აპროტესტებს. დაკავებულ მომიტინგეთა უმრავლესობას აქვს დაზიანებები თავისა და სახის არეში, მოტეხილი სახის ძვლები, დაზიანებული თვალის გუგები, ღია ჭრილობები. მათ სისტემატურად სცემდნენ დაკავებისა და უკვე გადატვირთულ იზოლატორში გადაყვანის დროს, როგორც იურისტები აცხადებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.