საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან სტუდენტების დაკავებას ეხმაურება.
“დაპატიმრებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ სიმაღლეებს აღწევს: სტუდენტი გოგონები დააკავეს საპროტესტო აქციაზე სკამების მოტანისთვის, ხოლო მეორე სტუდენტი დააკავეს მხოლოდ ტაშისთვის! კაფკა თბილისში!” – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტთან სამი სტუდენტი მაშინ დააკავეს, როდესაც ახალგაზრდები კიბეებთან მცირე სკამების დადგმას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია დაკავებიდან მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ლუკა გოგია კი პატიმრობაში რჩება.