spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.

 

“დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტებს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს.

 

ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები