spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, რუმინეთის პრეზიდენტის მიწვევით, ბუქარესტს ეწვევა და ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. 

 

დახვედრის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს ბუქარესტში კოტროჩენის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.

 

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები რუმინეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკასთან, რუმინეთის სენატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან.

 

12 ოქტომბერს კი, სალომე ზურაბიშვილი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები