spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება. შეხვედრები 13:30 საათიდან დაიწყება.

 

პრეზიდენტთან  დღეს სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, ალეკო ელისაშვილი, თეონა აქუბარდია, ეკა ბესელია და პარტია “საქართველოსთვის” წევრები მივლენ. 

 

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარტია “ახალიც” მიიწვია.

 

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი  ეკა ბესელია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლა მნიშვნელოვანი განწყობის შემქმნელი იყო.

 

“პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იყო აბსოლუტურად ზუსტი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი განწყობის შექმნელი. იდეა, რომ პოლიტიკური პარტიები ერთიანი მიზნის ირგვლივ მოძრაობდნენ, ეს მიზანი არის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი, ძირითადი პრინციპები შეთანხმდეს, რაც გაუიოლებს ამომრჩეველსაც დაინახოს, ვინ შეიძლება იყოს მომავალ კოალიციურ მთავრობაში”, – განაცხადა ბესელიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები