ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
მისივე თქმით, დღეს, როგორც არასდროს საქართველოს უწმინდესის ლოცვა სჭირდება.
“ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით!
დღეს, როგორც არასოდეს საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა და კურთხევა!
ვწუხვარ, არ მომეცა დღევანდელ დღეს იმის საშუალება პირადად რომ მომელოცა ეს დღე!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 25 დეკემბერს აღსაყდრებიდან 47 წელი შეუსრულდა.