spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში

დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “მთავარი არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

“სანამ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შევა, “ოცნება” რჩება მარტო. მარტო არიან. მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში. ერთპარტიულია მთავრობა, პარლამენტი, ერთი კაცის ვერტიკალის ქვეშ. ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში რაც არსებობს, აბსოლუტურად ყველა არის სრულიად დამოკიდებული ამ ერთ პარტიაზე და ერთ ადამიანზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები.

“ჩვენ ეს ვარიანტი რომ გავუძლოთ იზოლაციას თუნდაც ვიღაცები დახმარებით, არ გამოდის… ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსვლის არის ახალი არჩევნები, რომელიც სტაბილურად გიბრუნებს საშუალებას, რომ შეურიგდე შენ მოსახლეობას, შენს პარტნიორებს და დაუბრუნდე ნორმალურ წყობას. თუ არადა უნდა ჩაბარდე. არამხოლოდ ვიღაცების მეშვეობით მიიღო ინსტრუქციები  მოსკოვიდან, არამედ პირდაპირ ჩაბარდე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ იქიდან იქნება რაღაც მადლიერება და ამას შეეგუება საქართველოს მოსახლეობა?!” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები