დიქტატორული რეჟიმის პირველი სამიზნე არის მედია და საზოგადოება. ამიტომ, მე მათ გზავნილებს წავიღებ მიუნხენში. მზია ამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრების თემა მედიაზე ზეწოლა იყო.
“ეს შეხვედრები, რაც მე დავიწყე, ერთი მხრივ, მიმართულია იმისკენ, რომ მიუნხენში რომ წავალ, როგორც პრეზიდენტი ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები. ამავე დროს, ჩემი სურვილია, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ შედგეს სხვადასხვა სეგმენტების პლატფორმები, რომლებიც იმუშავებენ ჩემთან ერთად. დღეს მედიამენეჯერებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ერთად უნდა ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული მედია გაძლიერდეს, როცა მასზე არის ძალიან დიდი წნეხი.
დიქტატორული რეჟიმის პირველი სამიზნე არის მედია და საზოგადოება. ამიტომ, მე მათ გზავნილებს წავიღებ მიუნხენში, როგორც საწყისი ეტაპი, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება. მზია ამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა იმიტომ, რომ ის გახდა სიმბოლო სიტყვის თავისუფლებისა და წნეხის. მე, როგორც და სადაც შევძლებ, იქ დავიცავ ყველას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიამენეჯერებს შეხვდა. შეხვედრის თემა მედიაგარემოში მიმდინარე პროცესები იყო.