spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდება

საჭიროა, ყველამ ერთად ვისწავლოთ სიწყნარე და სიმშვიდე, ამას მივეცი ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ პოლარიზაცია ქვეყანაში დასრულდება.

 

“მგონი, საჭიროა, რომ თქვენც და ჩვენ, ყველამ ერთად ვისწავლოთ სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და წინა პერიოდში, დასრულდება, რადგან ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არ დასრულდება, ხეირობს მხოლოდ ერთი, ჩვენი მეზობელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები