მინდა მივმართო ყველას, რომ არავინ არ მოვიდეს ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე. ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა მასშტაბური აქციის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია და ყველამ უნდა იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
“მე მინდა ყველას, გთხოვოთ, ყველაფერი ამ დღეებში გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ძალებშია, ჩვენი თავი წარმოვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა.
მე მინდა მივესალმო აქედან ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ, უნდა იყოს სიმშვიდე. ჩვენ ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო გვინდა და ეს არის, ის რაც უნდა ვაჩვენოთ.
მინდა მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე. ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე, ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რაც იქნება მისაღები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.