ფინანსური შემოსავლების ერთ-ერთი წყარო არის ის ძვირად ღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში. ამ მანქანებში რა დევს, ესეც გასარკვევია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ერთ-ერთი წყაროა, რითაც მმართველი პარტია გარკვეულ შემოსავლებს ინარჩუნებს.
“დღეს ეკონომიკა დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირად ღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს გაყვანის საქართველოდან და ამ მანქანებში კიდევ რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს ეს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.