spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი – ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა

პუტინი დათანხმდა “შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე”, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა.

“პუტინი დათანხმდა “შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე”, მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებზე, საავადმყოფოებზე. სავარაუდოდ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ მოწოდება მიზნად ისახავდა ადამიანური მსხვერპლის შეჩერებას და არა რუსული აქტივების დაცვას. ეს არის მშვიდობის პუტინისეული გზა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

18 მარტს დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა.

მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პუტინმა უარყო ტრამპის წინადადება უპირობო, სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სანაცვლოდ, დათანხმდა მხოლოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები