spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი – ეს არც ისტორიის გარკვევას, არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას

ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დისკრედიტაციის მცდელობით საზოგადოების დემორალიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი, ე.ი. ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება, ანუ უშუალოდ რუსული დაკვეთის შესრულებას.

“არ შემიძლია, მე დღეს, 31 მარტს, ვიდგე აქ, თქვენს წინაშე, როგორც  მთავარსარდალი და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ: ვსაუბრობ პროკურორ თეა “ვიშინსკის“ ეგრეთ წოდებულ საინვესტიგაციო კომიტეტზე. ეს არც ისტორიის გარკვევას, არც გაგებას ემსახურება. ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი, ე.ი. ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება, ანუ უშუალოდ რუსული დაკვეთის შესრულებას. იმის შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა ყველა დამოუკიდებელი დაიმორჩილა, მას შემდეგ, რაც საქართველოს სასამართლო სისტემა გააუქმა, მოახდინა პოლიციის დისკრედიტაცია და მას ჩამოართვა მთავარი მისი ფუნქცია – ანუ მოქალაქეების დაცვა, ამ ბოლო ნაბიჯით კი ქართული ჯარის ნგრევას ემსახურება.

ასეთი სურათის შექმნა, ჯარის სრული დისკრედიტაცია, მისი შეურაცხყოფა და მაშასადამე, დემორალიზაცია, წარმოადგენს ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებას. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დისკრედიტაციის მცდელობით საზოგადოების დემორალიზაციას.

მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას, ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მაშასადამე  ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მომავლის… ცალკეული მოქალაქის მტერი!

ამიტომ დღეს – სწორედ დღეს, 31 მარტს – თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს, არ მივეცით უიმედობას თუ სასოწარკვეთილებას. მათაც ეს უნდათ! უნდათ, რომ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ, დაწყებული კამპანიები ამას ემსახურება, მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შიდა მოღალატეების და გარე მტრის ერთობლივი მიზნის შესრულებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, გადაუდგება და მტერს არასოდეს გაამარჯვებინებს! ნამდვილად ვიცი, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ! ბრძოლა იქნება ბოლომდე! გაუმარჯოს საქართველოს!” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები