spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, რომელიც მოსახლეობაზე აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს

ეს (ჩხრეკა) იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს, არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს საკუთარი ხმის იმ ფორმით ჩაყრა ურნაში, როგორსაც თვითონ ფიქრობს. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა.

“ვიცით, რომ ეს ხდება, ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს (ჩხრეკა) იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს, არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს საკუთარი ხმის იმ ფორმით ჩაყრა ურნაში, როგორსაც თვითონ ფიქრობს. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციებია, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს.

ჩვენი პოლიტიკური  რეალობა სწორედ ის უნდა იყოს, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა და ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა მიტინგებზე, ძალით, ხვეწნით, თუ ფულით. ეს უნდა ჩაჰბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაჰბარდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები