spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ, ორბელიანების მოედანიც, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის საპროტესტო მონაწილეებს შეხვდა.

მან აქციის მონაწილეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

“მინდა მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია. ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანების მოედანიც, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი ჩვენია, თქვენია.

კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც ვარ და ქართველი ვარ! დიდი მადლობა და შევხვდეთ 21:00 საათზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 დეკემბერს, 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, აქციას შეუერთდება და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები