ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.
ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.
ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით 18 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა ვიზიტი გადაიდო.