პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჩეხეთთან გამარჯვებას ეხმაურება.
“არ მჭირდება კითხვები, გეტყვით ერთ რამეს. დასაწყისში რომ გითხარით – გამარჯვება იქნება, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე. ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, გაიგეთ როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ის მოსახლეობასთან ერთად ნაკრების მატჩს უყურებდა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა.