საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“შევხვდი საქართველოს მეგობრებს, სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოსალოდნელი არჩევნები, რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება.
მათი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია”, – წერს ზურაბიშვილი.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვივნენ.