spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც ჩვენთვის

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე ევროპის წამყვან მკვლევრებს და ადგილობრივი კვლევითი ცენტრების ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში Horizon Europe-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

 

“მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა თქვენს ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ძალიან დროულია, რადგან დღეს ეს მნიშვნელოვანი საკითხია – როგორ, რისთვის და რას მისცემს ეს გაფართოება ევროპას იმ დროს, როცა მზარდი გამოწვევებია ყველა მხრიდან.

 

ახლახან გერმანიაში – მიუნხენსა და ბერლინში ვიყავი და რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იყო. პანელი, რომელშიც ვმონაწილეობდი, ძალიან საინტერესო იყო, რადგან ერთი მხრივ, ევროკავშირის წევრები განიხილავდნენ, უნდა გამოეყენებინათ თუ არა ვეტოს უფლება გაფართოების პროცესის თითოეულ თავზე და ვეტოს ეს უფლება უნდა ჰქონოდა ყველას, თუ ზოგიერთს. მე უკრაინის ვიცე – პრემიერის გვერდით ვიჯექი და ერთმანეთს ვუყურებდით – ჩვენთვის ეს საკითხი უფრო ეგზისტენციალურია, ვიდრე ვეტოს საკითხი, რომელიც მესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ევროკავშირის კულტურის ნაწილია.

 

ის, რის ასახვასაც თქვენ იწყებთ, მომავალი წლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს პერსპექტივაა, რომელიც ახლა გვჭირდება და რაზეც უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ ამავდროულად, უნდა დავინახოთ, თუ რას მისცემს ევროპას ეს გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც ჩვენთვის. ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ გამძლეობის კუთხით, რადგან გვაქვს გამძლეობის გარკვეული გამოცდილება. ჩვენ ერთად ფიქრით ბევრს შევიძენთ, ევროკავშირიც სწორედ ესაა. ეს არა მხოლოდ გაწევრიანების, ზოგიერთი საერთო სიკეთითა და პროგრესით სარგებლობის საშუალებას აძლევს ახალ წევრებს, არამედ ასევე იძლევა უფრო ფართო დისკუსიის საშუალებას, რომელიც დღევანდელ სამყაროში ჩვენ ყველას გვჭირდება, რადგან ვხედავთ, რომ ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება და აშკარად ევროპის სიძლიერის, ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ეს ძველი, პროცედურული დისკუსიები საკმარისი არ არის და არ იქნება. ასე რომ, ეს ნამდვილად ყველას გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა უკვე წევრები.

 

ეს ჯგუფი, რომელსაც თქვენ ქმნით, ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფია. მინდა გისურვოთ, რომ მოგისმინონ ადამიანებმა, რომლებიც შემდეგ გადაწყვეტილებებს იღებენ. ცხადია, რომ აზროვნების შედეგი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებ, რომ დროდადრო გაგვიზიარებთ თქვენს პროგრესს, რადგან ამას ჩვენ მოუთმენლად ველით“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

პროგრამის, რომლის მონაწილეებიც დღეს პრეზიდენტმა მიიღო, “მტკიცე ევროპისათვის – გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის წახალისება“, მთავარი პარტნიორი საქართველოში PMC Research-ია და ის დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტისა და ევროპის პოლიტიკის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტის, IEP-ის  ერთობლივი კოორდინაციით ხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები