გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
“ტერორი საქართველოში: თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკ ტერორს და რეპრესიებს ხვდებიან. ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები გრძელდება”, – წერს ზურაბიშვილი.
რუსთაველის გამზირზე აქციაზე დღეს 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის ცოტნე კობერიძე.