spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი ხვალ გიტანას ნაუსედას შეხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს საულიუს სკვერნელისს შეხვდება, – ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა სეიმის პლენარულ სხდომაზე.

ვილნიუსში სალომე ზურაბიშვილი გეოპოლიტიკის და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის (GSSC) მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე, დაგეგმილია ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები