spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი ლონდონში მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 მაისს სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და ლონდონში, მეფე ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონიას დაესწრება.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ასევე მიღებაში, რომელიც ბუკინგემის სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისა და დედოფალ კონსორტის სახელით ცერემონიაზე მიწვეული უცხო ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები