spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო და ვილაპარაკოთ, ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო

ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და იმათთან ვინც, იყვნენ მონაწილე ამ არჩევნებში და ვინც აკვირდებოდა და იცის ზუსტად რა და როგორ იყო დარღვეული, რომ ეს გამოსწორდეს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კრიზისი აღარ ითმენს.

“იქ სადაც ვიმყოფებით დღეს, რჩება ორი გამოსავალი, ერთი არის მივაღწიოთ ამ არჩევნებს უმოკლეს დროში და იმ პირობებში, რომელიც აღადგენს ცხადია, ნდობას ამომრჩევლების, იმიტომ რომ სხვანაირად, ცხადია, აზრი არ ექნება. მივაღწიოთ მმართველ გუნდთან შეთანხმებას იმაზე, რომ ჩატარდება ეს არჩევნები შეთანხმებულ ვადაში, და სწორედ შეთანხმებულ პირობებზე, რომელიც არის აუცილებელი, რომ ნდობა აღდგეს. ეს არის ის, რის თქმაც მინდოდა გუშინ, მაგრამ ვერ გაიგეთ ეს, იმიტომ რომ ძალიან არ მოსწონთ, როცა მე ვსაუბრობ კომპრომისზე დიალოგზე, ვითომც ჩვენ ვართ რადიკალები და მეორე მხარე არის ყოველთვის მშვიდობის მტრედი, დიალოგის მომთხოვნი და ა.შ. დიალოგი ჩემთან უნდა იყოს და არა საზოგადოების ცალკეულ პიროვნებებთან, რომელიც თავისთავად ცხადია, არ არის აკრძალული და შეიძლება კარგიც იყოს. ამ საკითხებზე დიალოგი უნდა იყოს ჩემთან, როგორც მედიატორთან და იმათთან ვინც, იყვნენ მონაწილე ამ არჩევნებში და ვინც აკვირდებოდა და იცის ზუსტად რა და როგორ იყო დარღვეული, რომ ეს გამოსწორდეს.

მეორე მხარეს ივანიშვილი და მის მიერ დანიშნული რამდენი წარმომადგენელიც უნდა მისი პარტიის, რასაც ისურვებს. პრინციპში მარტოც რომ მოვიდეს, არა უშავს, მეც ვიქნები მაშინ მარტო და ვილაპარაკოთ. ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო, ეს კრიზისი აღარ ითმენს. თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაცაა გასაღები ნამდვილად მშვიდობის. მაშინ შევხვდეთ, რაღას გადავდოთ, ამ კვირაში, 29-მდე, მე მზად ვარ და მივიღებ ნებისმიერ ფორმატში, შევთანხმდეთ და ეს იქნება ძალიან მარტივი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, არავის ამ ქვეყანაში არეულობა არ უნდა.

“მმართველ პარტიის გეგმებში, სცენარებში, ზოგიერთი სცენარი ჩვენც გვაქვს ნანახი, ძალიან აწვებიან იმას, რომ იქნება არეულობა, იქნება სამოქალაქო დაპირისპირება და რაღაცნაირად ამ სცენარს უწყობენ ხელს. ნაძვის ხის მომენტი იყო ამის დასტური, გუშინაც ალბათ იმედი ჰქონდათ და ამიტომ იყო ამდენი პოლიციელი თავმოყრილი თავისუფლების მოედანზე, შიგადაშიგ აბრალებენ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ უნდათ გადატრიალება, მათ უნდათ რევოლუცია და ამიტომ უნდა დაიჭირონ და გააუქმონ პარტიები და ა.შ.

მეც მაბრალებენ რადიკალიზმს, არ ვიცი სად დაინახეს. არა, არავის, ვისაც შეგნებული აქვს ამ ქვეყნის მომავალი როგორი უნდა იყოს და როგორი გვინდა და ვისთან ერთად გვინდა – ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, ამისთვის ჩვენ არანაირი არეულობა არ გვაწყობს, გვაწყობს ქვეყნის განვითარება და ქვეყნის განვითარებას სჭირდება მშვიდობა და თქვენ, რომლებიც ამდენს ლაპარაკობდით ვითომც მშვიდობაზე, რეალურად გვაშინებდით ომის საფრთხით, გარე ომის საფრთხით, რომლით ჯერ გაუგებარია და გაურკვეველია, ახლა  გინდათ, რომ დაგვაშინოთ შიდა ომით, არც ერთი არ გამოვა და არც მეორე. ეს ქვეყანა წავა თავის გზით მშვიდობიანად, გაივლის ახალი არჩევნების ეტაპს და იქნება ძალიან წარმატებული და ძლიერი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები