spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი – მას უნდა მოექცნენ ისე, როგორც ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

“ზიანი რომელიც დადგა, (საქართველოს იმიჯის დაზიანება დასავლეთში) მიყენებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არ შეწყალება ამ ზიანს რეალურად არ ცვლის. 

 

მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მოექცნენ და ეს გამიხმაურებია კიდევაც, როგორც ძალიან ბევრ პრეზიდენტს ექცევიან სხვა ქვეყნებში. 

 

არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში უნდა შესვლა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები