მე შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც არიან გაუგებრობაში. მათ ხმა უნდა ამოიღონ, როცა მათ წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ახლა ეს საკითხი არავის აინტერესებს.
“მე შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც არიან გაუგებრობაში. მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ დროს ქვეყანაში ჩამოსვლა, როდესაც შენ წარმოადგენ იმ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მათ ხმა უნდა ამოიღონ, როცა მათ წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ამიტომ ამის დაგმობა არის პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციისგან. მე მათ ავუხსენი, რომ არც მანდატი და არც მოვალეობა არ არის, რომ რაიმე კომისია დანიშნონ მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ “რუსული კანონი”. ვის რაში აინტერესებს “რუსული კანონი”. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების მანძილზე – ხან მიაქვთ უკან, ხან არ მიაქვთ.
ყველას ესმის დღეს საქართველოში რა ხდება და რას ცდილობს არალეგიტიმური ხელისუფლება იმით, რითაც უნდა რომ გააჩეროს ხალხის ხმა, ხალხის პროტესტი და ეს სიტუაცია გადააგოროს, მაგრამ ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები და ხალხისთვის საშუალების მიცემა, რომ თავისი მომავალი და ხმა დაიბრუნოს, ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და უფრო ღრმა კრიზისში, ჩიხში შევალთ. ამიტომ, ყველას აქვს სურვილი, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მშვიდობიან ბრძოლაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.