spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი

მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰადსონის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არცერთი ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი, გარდა თავისი.

“მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია, ცდილობს, მოაჩვენოს თავი, რომ ჰყავს ახალი პრეზიდენტი.

საქართველო დღეს ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ისე, როგორც არასდროს. ეს მთავრობა მოულოდნელად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დაშორდა და შეტრიალდა რუსეთისკენ.

ჩვენთან არ არის დამოუკიდებელი სასამართლო და არცერთი ინსტიტუტი, გარდა ჩემი. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც არ იმართება ერთპარტიული სისტემით.

დიდი განსხვავება საქართველოსა და რუსეთს შორის ის არის, რომ ჩვენ გვყავს აქტიური საზოგადოება, რომელიც ამ ერთი პარტიისთვის მიუღებელია. არჩევნების მოპარვა ეს იყო წინასწარ  ორგანიზებული რუსეთის ახალი სტრატეგია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჰადსონის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები