spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – მე მყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მაგრამ დემოკრატია არის ის, რომ ერთმანეთი გავითვალისწინოთ

მე მყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ქარტია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტმა წარადგინოს პრემიერ-მინისტრი. არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რომელ ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიაში ბევრად უფრო ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არ არის ის რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მარტივი და მისაღებია.

“მე მყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ქარტია ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტმა წარადგინოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ დემოკრატია არის ის, რომ ერთმანეთი გავითვალისწინოთ.

მე გავითვალისწინე ამ შემთხვევაში ოთხივე პარტიის შეხედულება, რომ ეს საკითხი ჯობდა არჩევნების შემდეგ გადაწყვეტილიყო. ამაზე გვექნება საუბარი, მე წარვადგენ ჩემს კანდიდატს, ვნახავთ, რაზე და როდის შევთანხმდებით. ასევე, არსებობს საკონსტიტუციო ვადები, რომელ ვადებშიც წარდგენილი უნდა იყოს პრემიერი და მისი მთავრობა და ამას უნდა დავემორჩილოთ. რთული იქნება, საუბრები იქნება, ესაა დემოკრატია, ადვილი არაფერი არ არის დემოკრატიაში ბევრად უფრო ადვილია ერთი კაცის და ერთპარტიული მმართველობა, მაგრამ ეს არ არის ის რაც საზოგადოებისთვის ყველაზე მარტივი და მისაღებია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები