მინდა დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში, არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ და ამას სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა.
“მინდა გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დავგმო ის, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის ვითომცდა დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ამით უფრო ააჩქარებ და ეს ჩანს ყოველდღიურად. ოკუპირებულ აფხაზეთში არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატარონ და ამას სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა მათ მიმართ სოლიდარობა გამოვხატო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.