spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – მინდა მივმართო შს მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდებით, ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი

მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდებით, ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და უფრო ეფექტური, რადგან არ შეიძლება საარჩევნო უბნებზე ამ ტიპის დაძაბულობა დავუშვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“მე მინდა მივმართო ყველა ჩვენს მოქალაქეებს და ვუთხრა, თუ, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი არჩევნები. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალია აქტივობა და ეს კარგის ნიშანია. დღის მეორე ნახევარში ველოდებით, კიდევ უფრო, მაღალ აქტივობას. არაჩვეულებრივი აქტივობაა საზღვარგარეთ, თუმცა, იქ პირობები საკმაოდ მძიმე და რთულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი თანამემამულეები იქ მიდიან აქტიურად და მათ დიდი მადლობა. თუმცა, მე მინდა აღვნიშნო, ძალიან ცუდი ძალადობის ფაქტები, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე, ხან მედიას დაუნგრიეს აპარატურა, ხან პირდაპირი ძალადობაა. ჯგუფები არიან იქ მობილიზებულები, რომლების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ იყოს დაძაბულობა და ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, სისუსტის მაჩვენებელი, ასე რომ, არავინ არ შეშინდეთ.

მე მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვუკავშირდები, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მე მინდა მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ რეაგირება პოლიციის იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, რადგან, დაუშვებელია, ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე. ეს ჩვენ არ გვეკადრება. დიდი მადლობა ყველას. დიდი მადლობა მედიას, რომელიც ძალიან რთულ პირობებში მუშაობს და არაჩვეულებრივი ეფექტურობა დაამტკიცეს დღეს. ყველას მოგიწოდებთ, რომ არ დაიზაროთ არჩევნებზე წასვლა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები