spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ადამიანები წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს

მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

 

“პირველ რიგში მინდა, გითხრათ, რომ დღევანდელ ინციდენტზე, თუმცა ძალიან გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ შს მინისტრისგან მივიღე პირობა, რომ ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს, ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორც ეს იყო გავრილოვის დროს, მაგრამ ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა.

 

მე მინდა, მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ და აღიზიანებდეთ თქვენ ხალხს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები