spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას გმობს. 

 

“მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. ვლოცულობ დაღუპული ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის. ევაკუაცია უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად. საქართველო გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინც ევაკუაციას ახორციელებს და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.

 

ქაბულში მომხდარი ტერაქტების შედეგად 103 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, 200-მდე კი დაშავდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები