მტკიცებულებები გადაცემულია სტრასბურგში, დევს პაკეტებად, დოკუმენტური სახით და მთავარი მტკიცებულება, რომელიც არსებობს, არის ეს ხალხი, რომელიც გარეთ გამოდის, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს ადამიანი, რომელმაც თავად აღიარა, რომ არჩევნებზე ხმა 20-ჯერ თუ 30-ჯერ მისცა და რომელიც პროკურატურას არ დაუბარებია გამოკითხვაზე.
“უამრავი მტკიცებულება არსებობს. სტრასბურგში არის. კარუსელები, ეს ელექტრონული, ახალი კარუსელი, რომელიც აღარ არის, არც სომხური, არც ქართული და არის ახალი კარუსელი, რაც გამოიყენეს ამ ხმის მიცემისთვის.
ეს არის დადასტურებული, ერთმა ადამიანმა თავად თქვა, რომ მე თვითონ მივეცი, ზუსტად აღარ მახსოვს, 20-ჯერ თუ 30-ჯერ და ტელევიზიითაც აჩვენეს, სახელით, გვარით და სხვათა შორის, მე მგონი, პროკურორმა არც გამოიძახა.
მტკიცებულებები არის უამრავი, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი და ამას გეუბნებით, რომ უკვე გადაცემულია თუნდაც სტრასბურგში ეს მტკიცებულებები, დევს პაკეტებად, დოკუმენტური სახით და მთავარი მტკიცებულება, რომელიც არსებობს არის ეს ხალხი, რომელიც გარეთ გამოდის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.