საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში სახალხო დამცველთან და სახელმწიფო ინსპექტორთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს შეეხო.