spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნით ღონისძიებას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად, სამუშაო ვიზიტით დღეს გაემგზავრა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოლიმპიადის გახსნამდე ზურაბიშვილი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებს.

 

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი “პარიზი – 2024” ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამს დაესწრება, რომელიც ლუვრში გაიმართება.

 

“პარიზი – 2024” ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები