spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.

მისი თქმით, დღეს არანაირი პროვოკაციები არ იქნება.

“გადაიდო ამ საღამოს ნაძვის ხის ანთება. ბარბარობაზე ჩვენთან მოდიან. მინდა გისურვოთ მშვიდობიანი საღამო, არ იყოს აქ არანაირი პროვოკაცია. ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. თქვენ ყველანი ერთად იყავით მშვიდობიანად, იყავით კარგად. მე ვარ თქვენთან ერთად, რადგან აქ არცერთ პროვოკაციას არ დავუშვებ. მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთებას დღეს, 14 დეკემბერს გეგმავდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ “ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები