spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სალომე ზურაბიშვილი პირველი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პირველი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკას ეწვია.

 

“სალომე ზურაბიშვილი ქალაქ ნიქოზიაში შეხვედრებს გამართავს კვიპროსის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

 

იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და კვიპროსის  რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით, რის შემდეგაც პრეზიდენტები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

 

სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ასევე, კვიპროსის  რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ანიტა დემეტრიოუსსა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები