spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ჯაჭვაძის მიერ აქციების დროს დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.

“ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!

ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება! kafka როგორც ჩანს, არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!” – წერს ზურაბიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ირაკლი ქერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი პატიმრობაში დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები