spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ღირსეულია, თუ თავისუფლებისთვისაა!

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

“დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იმავე იდეებისთვის, იმავე თავისუფლებისთვის, იმავე დამოუკიდებლობისთვის. 

 

ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი. ეს არის იმის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით.

 

ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს რუსეთია. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარულები. უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის, ტრადიციების და ასევე ამ ადამიანების ღირსნი, ვინც აქ, 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალთან. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები