პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4 დეკემბერს მიმდინარე ჩხრეკებს და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების დაკავებას ეხმაურება.
პრეზიდენტის თქმით, ჩატარებულ ჩხრეკებს ირაკლი კობახიძე “პრევენციას” უწოდებს.
“რეპრესიული ძალების მიერ ნათრევი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის შტაბი ეწინააღმდეგება ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციებს, ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისებს ჩხრეკენ, პრემიერი ამას “პრევენციას” უწოდებს“, – წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს “ძლიერი ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე”.
“რეპრესიები საქართველოში – სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას უფსკრულში აგდებს! ნუ დააგვიანებთ”, – წერს პრეზიდენტი.