არსებობს მთელი სტრატეგიული, რეალური სამყარო, რომელსაც ტრამპი უნდა დაუპირისპირდეს, ზოგიერთი იდეოლოგიის მიმართ სიმპათიების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტრამპი რეალისტია.
“ვფიქრობ, ტრამპიც რეალისტია. მთავარი მესიჯი, რაც მის ინაუგურაციაზე გავიგე, იყო ის, რომ ის საუბრობს ძლიერ ამერიკაზე. აბა, როგორ არის ამერიკა ძლიერი, თუ 3,7-მილიონიან პატარა ქვეყანას შეუძლია, უცებ დასავლეთს გადაუხვიოს, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ შებრუნდეს? და რას აკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა დაკეტილია ამერიკული ფლოტისთვის? ასე რომ, არსებობს მთელი სტრატეგიული, რეალური სამყარო, რომელსაც ტრამპი უნდა დაუპირისპირდეს, ზოგიერთი იდეოლოგიის მიმართ სიმპათიების მიღმა”, – აცხადებს ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში.