spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს, იმიტომ რომ “გადაგაგდებს”

რუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არ არის სწორი, მას აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

“ძალთა შეფარდება ჩვენს სასარგებლოდ არასოდეს არ ყოფილა და არც უკრაინის სიტუაციაში არა ვართ, რომ უზარმაზარი ტერიტორია, ადამიანური და სამხედრო რესურსები არ გვქონია რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ ეს არასოდეს არ განაპირობებდა იმას, რომ საქართველო წასულიყო რაღაც დათმობებზე, თუმცა არც 1783 წლის ტრაქტატი, რომელსაც ზოგჯერ არასწორად ვიგებთ… როგორც ყოველთვის, რუსეთმა არ შეასრულა თავისი ნაწილი იმ შეთანხმების და იმან დაარღვია ბოლომდე და ანექსიით დაარღვია, რაც ასევე ჩვენ ისტორიაში უნდა გვასწავლიდეს, თუ როგორ ექცევა რუსეთი თავის დაპირებებს. თუ რამე დაპირებები მოგვცა რუსეთმა ამ პერიოდში და არ ვიცი, ჯობია, რომ ამას დავუბრუნდეთ და დავფიქრდეთ, რომ რომელ ერთს შეასრულებ.

 

ისტორია ძალიან მნიშვნელოვანი არის. რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს, იმიტომ რომ “გადაგაგდებს”.

 

მთავარი ის არის, რომ რუსეთთან ურთიერთობაში არასოდეს არ არის სწორი, მას აგრძნობინო, რომ მისი გეშინია და რაღაცას უთმობ. რუსეთი არის იმპერიალისტური ძალა თავისი არსით და როგორც კი ეს კედელი, ვთქვათ, ირღვევა და გრძნობს, რომ შეუძლია შენზე წამოიწიოს, წამოიწევა და წამოიწევა. არა მაინც და მაინც სამხედრო კუთხით, მაგრამ რაღაც თავისი ფორმებით. ამიტომ, მუდამ საჭირო არის, რომ ჩვენ  ჩვენ ადგილას ვიდგეთ, რაც საქართველომ შეძლო მთელ ამ ბოლო პერიოდში, თუნდაც ამ ხელისუფლების პირობებში დასაწყისში და უცებ ვიწყებთ რაღაცა გაუგებარ დათმობის პოლიტიკას. მე ამას არ დავარქმევდი სტრატეგიულ მოთმინებას. მოთმინება მესმის. არაკონფრონტაცია მესმის, სიფრთხილე მესმის, დათმობა არ მესმის”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები