spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

 

“ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ზურაბიშვილი.

 

შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოში სროლის შედეგად დაიღუპა 5 და დაიჭრა 5  ადამიანი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები