spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება. 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

 

დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან იგორ გროსუსთან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები